Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 02 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და თსუ-ის ბიბლიოთკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2024 წლის 10 ოქტომბრის N 26743/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

2. უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს დაევალოთ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N 267/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიისთვის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 20 ოქტომბრამდე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი